ჩვენ შესახებ | სიახლეები | კონტაქტი
ინფორმაციის დაცვა

ჩვენი მიზანია, რომ თქვენ მიერ ჩვენს ვებ–გვერდზე გატარებული დრო იყოს სასიამოვნო და სასარგებლო. “ბირეიტინგის“ (შემდგომში – ”ვებ–გვერდი”) კონფიდენციალობის პოლიტიკის შექმნის მიზანია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვზრუნავთ და უპირობოდ ვაღიარებთ თქვენი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობას.

 

კონფიდენციალობის პოლიტიკა გაგაცნობთ, თუ რა სახის ინფორმაციის მიღება შეგვიძლია ჩვენ და მესამე პირებს მაშინ, როდესაც თქვენ სარგებლობთ ვებ–გვერდით. იმედი გვაქვს, პოლიტიკა დაგეხმარებათ პირადი ინფორმაციის ჩვენთვის გადმოცემისას მიიღოთ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება.

 

წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ “ბიას“ პროექტებზე („ბიკატი“, „პიარ იქსჩეინჯი“ და „ბირეიტინგი“) და მისი საშუალებით მიღებულ ინფორმაციაზე. იგი არ ვრცელდება არც ერთ სხვა ვებ–გვერდებზე, რომლებიდანაც შეიძლება ჩვენს ვებ–გვერდზე  გადმოსვლა ან ჩვენი ვებ–გვერდიდან გადასვლა ინტერნეტის ქსელში. შესაბამისად, ვებ–გვერდის ადმინისტრაციას არ ეკისრება პასუხისმგებლობა სხვა ვებ–გვერდების ქმედებებზე.

 

1. მიღებული ინფორმაცია

 

როდესაც თქვენ ეწვევით ვებ–გვერდს, ჩვენ განვსაზღვრავთ თქვენს IP მისამართს. ჩვენ ასევე ვაფიქსირებთ და „ვაგროვებთ“ ინფორმაციას როგორც კონკრეტული მომხმარებლის, ასევე ჯამურ მონაცემებს მომხმარებლების ქცევის შესახებ.

 

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ კონკრეტული მომხმარებლის შესახებ ვაგროვებთ, შემდეგია:

  • პირადი მონაცემები, რომლებსაც თქვენ გვაწვდით ვებ–გვერდზე დარეგისტრირებისას
  • პირადი მონაცემები, რომლებსაც თქვენ გვაწვდით პროფილის შევსებისას
  • მომხმარებლის „ბრაუზერის“ იდენტიფიცირება

 

ვებ–გვერდი აფიქსირებს და „აგროვებს“ უშუალოდ თქვენზე მხოლოდ თქვენს (თქვენი ”ბრაუზერის”) მიერ ნებაყოფლობით მოწოდებულ ზოგად ინფორმაციას, რომელიც თქვენი თანხმობის გარეშე,  არ იქნება შენახული ან გამოყენებული ვებ–გვერდის ადმინისტრაციის მიერ.

 

ამასთან, ვებ–გვერდი იყენებს ვებ–სერვერის სტანდარტულ საშუალებებს ყველა მომხმარებლის ჯამური მონაცემების დასაფიქსირებლად:

  • ვებ–გვერდზე გადაადგილებასთან დაკავშირებულ ინფორმაცია (ვებ–გვერდის ერთი გვერდიდან მეორეზე გადასვლა, ინფორმაციას განხორციელებული ძიებების შესახებ, ერთ გვერდზე დახარჯული დროის ოდენობა, სხვ.)
  • ვებ–გვერდზე შემომსვლელთა/ ვიზიტორთა/ სტუმართა რაოდენობა

 

ჩვენს მიერ ვებ–გვერდიდან მიღებული მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნეს მომხმარებლებისათვის ვებ–გვერდით სარგებლობის პირობების გასაუმჯობესებლად, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

(ა) ვებ–გვერდით სარგებლობისათვის უფრო მოხერხებული პირობების შექმნა;

(ბ)მომხმარებლებისათვის ვებ–გვერდის გვერდების შინაარსის სარგებლიანობის გაზრდა;  

(გ) არსებული მომსახურებების გაუმჯობესება;

(დ) ახალი პროდუქტის შემუშავება/ დანერგვა;

(ე) მომხმარებლისათვის შესაძლებლობის მიცემა მიიღონ საფოსტო გზავნილები სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ, თუკი მომხმარებელს ამის სურვილი ექნება;

(ვ) სერვერის ტექნიკური შესაძლებლობების შეფასება და ვებ–გვერდის გამოყენებულ ”ბრაუზერებთან” შესაბამისობის უზრუნველყოფა

(ზ) ვებ–გვერდით სარგებლობის წესებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისათვის.

 

2. ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა

 

ნებისმიერი პირადი ხასიათის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ვებ–გვერდის მეშვეობით, მათ შორის, თქვენი ელ–ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, თქვენს შესახებ პირადი ინფორმაცია ან სხვა მონაცემი დაცულია და არ გადაეცემა მესამე პირებს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს) თქვენი თანხმობის გარეშე. აღნიშნული ინფორმაციის სხვა მიზნებით გამოყენებამდე, ჩვენ წინასწარ გამოვითხოვთ თქვენგან ასეთი გამოყენების ნებართვას.

 

ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა უზრუნველვყოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული ინფორმაციის  გამჟღავნებისგან დაცვა ჩვენი ქსელისა და სისტემის უსაფრთხოების შენარჩუნებით, მაგრამ ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ჩვენს მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომებით აღკვეთილი იქნება ამ ინფორმაციის მესამე პირებისაგან უკანონო გზით (სისტემის გატეხვით) მიღების შესაძლებლობა.

 

ჩვენი პოლიტიკა ითვალისწინებს თქვენს შესახებ ჩვენთან დაცული მონაცემებისა და ვებ–გვერდის თქვენს მიერ გამოყენების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისათვის გადაცემის ან საკუთარი მიზნებისათვის გამოყენების აკრძალვას, მაგრამ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, თქვენი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე, გავხსნათ აღნიშნული ინფორმაცია მესამე პირებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ:

(ა) ასეთის მოთხოვნა გათვალისწინებულია კანონით; 

(ბ) ამგავარი მოთხოვნა მიღებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან;

(გ) ეს ინფორმაცია საჭიროა იმ პირის იდენტიფიცირებისათვის, რომელიც არღვევს ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკასა და მოხმარების წესებს; 

(დ) გაჩნდა ვებ–გვერდის სწორად მართვის საჭიროება; 

(ე) ჩვენი შვილობილი, მონათესავე (აფილირებული პირებისათვის) ან/და მინდობილი კომპანიები გამოითხოვს ამ ინფორმაციის, მისი მხოლოდ ჩვენი სახელით დამუშავების მიზნითა და ჩვენს მიერ მოთხოვნილი კონფიდენციალობის პირობებისა და პროცედურების დაცვით.

 

თუკი ჩვენი ვებ–გვერდის მფლობელი განახორციელებს სხვა კომპანიასთან შერყწმის, საკუთარი აქტივების სრულად ან ნაწილობრივ ნებისმიერი სახის გასხვისების ტრანზაქციას, ჩვენ ვიძლევით  გარანტიას, რომ ის თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც გახდება ზემოთ მითითებული ტრანზაქციის საგანი, გადაეცემა გარიგების მეორე მხარეს  კონფიდენციალობის დაცვის იგივე პირობებით.

 

3. თხოვნებისა და პრეტენზიების განხილვა

 

ვებ–გვერდის ადმინისტრაცია რეგულარულად ამოწმებს კონფიდენციალობის პოლიტიკის მოთხოვნების დაცვას. თქვენი წერილობითი პრეტენზიის ან/და თხოვნის მიღების შემთხვევაში, ვებ–გვერდის ადმინისტრაცია აუცილებლად დაგიკავშირდებათ მათ განსახილველად.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი წერილობითი პრეტენზია ეხება თქვენს შესახებ ჩვენთან დაცული ინფორმაციის უზუსტობის აღმოფხვრას ან/და გაუქმებას, ვებ–გვერდის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს თქვენს თხოვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის შენახვა არ მოითხოვება კანონმდებლობით ან აუცილებელია ვებ–გვერდის მფლობელისათვის.  პრეტენზიისა და თხოვნის დამუშავებამდე მომხმარებელმა უნდა დაადასტუროს საკუთარი ვინაობა და ის ინფორმაცია, რომლის შეცვლას ან გაუქმებასაც ითხოვს. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ თხოვნის შესრულებაზე, თუ:

(ა) მათ სისტემატური ან ხშირი ხასიათი აქვთ; 

(ბ) თუ მათი ტექნიკური რეალიზაცია არაგონივრულად დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს;

(გ) თუ ისინი საფრთხეს უქმნიან სხვა მომხმარებლების შესახებ დაცული ინფორმაციის კონფიდენციალობას; 

(დ) თუ მოთხოვნების შესრულება არ არის მიზანშეწონილი ტექნიკური თვალსაზრისით.

 

4. კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილება

 

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დრო და დრო შევცვალოთ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა, ხოლო მისი შესწორებული ვერსია განვათავსოთ ვებ–გვერდზე. ჩვეულებრივ, ცვლილებები შეეხება მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომლებსაც ჩვენ მივიღებთ პოლიტიკის შეცვლილი ვერსიის ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებები მოიცავს ადრე მიღებულ ინფორმაციასაც, ეს მკაფიოდ აღნიშნული იქნება პოლიტიკის ახალ ვერსიაში.

 

ჩვენი ინფორმაციის დაცვის/ კონფიდენციალობის პოლიტიკასთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: info@bia.ge.