ჩვენ შესახებ | სიახლეები | კონტაქტი
მონაწილეობის წესები

1. კვლევაში მონაწილეობის მისაღებად და კომენტარების გაკეთებისათვის აუცილებელია ვებ გვერდზე რეგისტრაცია. თქვენი რეგისტრაცია დადასტურებული იქნება ჩვენი ვებ გვერდიდან ელ–ფოსტით.

 

2. ვებ გვერდზე დარეგისტრირება შუძლია ყველა სრულწლოვან ადამიანს (18+) ეროვნებისა და სხვა მახასიათებლების მიუხედავად.

 

3. მომხმარებლებს შეუძლიათ კვლევაში მონაწილეობა და კომენტარების გაკეთება კვლევის გამოცხადებიდან კვლევის დასრულების გამოცხადებულ თარიღამდე ნებისმიერ დროს.

 

4. ვებ გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას არ გასცეს დაწესებული პრიზი და/ან გააუქმოს რეგისტრაცია გამარჯვებული მომხმარებლის ან სხვა მომხმარებლის, რომელიც ეჭვმიტანილი იქნება რაიმე სახით რეიტინგების გაყალბებასა ან პრიზის მოგებისთვის არაკეთილსინდისიერი გზების გამოყენებაში. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში წინამდებარე ვებ გვერდის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საბოლოო და ყველა მომხმარებლისთვის სავალდებულოა.

 

5. მომხმარებლების მიერ სხვადასხვა ნომინაციებში ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ვებ გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას მისი შეხედულებისამებრ გამოავლინოს გამარჯვებული.

 

6. შეურაცმყოფელი/ თემასთან შეუსაბამო შინაარსის მქონე კომენტარები შესაძლებელია იყოს მოდიფიცირებული ან წაშლილი და ასევე შეიძლება გახდეს მომხმარებლის წევრობის გაუქმების მიზეზი. ვებ გვერდის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საბოლოო და ყველა მომხმარებლისთვის სავალდებულოა.

 

7. ზემოაღნიშნული წესების გარდა, მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის დაცვის, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, საავტორო უფლები და სხვა წესები; გაეცნოს ამ ვებ გვერდზე მოცემულ “წესებსა და პირობებს” და დაეთანხმოს მას.

 

8. ვებ გვერდის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეცვალოს, წაშალოს ან ჩაანაცვლოს ზემოაღნიშნული ნებისმიერი წესი. თუმცა, ყველა რეგისტრირებული მომხმრებელი მიიღებს ამის შესახებ ინფორმაციას ვებ გვერდის “სიახლეებიდან”.