ჩვენ შესახებ | სიახლეები | კონტაქტი
პირადი სარგებელი

"ბირეიტინგი" საშუალებას აძლევს ინდივიდებს/ფიზიკურ პირებს მიიღონ შემდეგი ტიპის სარგებელი:

 

* კონკრეტულ სექტორსა და სფეროში მოღვაწე კომპანიების/ ორგანიზაციების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა. ასევე, სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება "ბირეიტინგის" ვებ გვერდზე წარმოდგენილ სხვადასხვა თემებზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგების, კომპანიების რეიტინგების, დამატებითი ანალიტიკისა და ინდუსტრიული ანგარიშების გაცნობის გზით.

 

* სხვადასხვა სექტორსა და სფეროში მოღვაწე კომპანიების/ ორგანიზაციების მუშაობის ეფექტურობისა და მათი პროდუქტების/ მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა მათ მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის გზით. 

 

* სხვადასხვა ნომინაციებში (რეგისტრაცია, კვლევაში მონაწილეობა, კომენტარის ავტორობა და კითხვის ავტორობა) საინტერესო პრიზების მოგება ქულების დაგროვების საშუალებით. 

 

* საინტერესო და აქტუალურ თემებზე ინფორმაციის მიღება და ინფორმირებული გადაწყვეტილებების გაკეთების საშუალება "ბირეიტინგის" ონლაინ გამოკითხვის მოთხოვნის მეშვეობით.