ჩვენ შესახებ | სიახლეები | კონტაქტი
ქულების დაგროვება

„ბირეიტინგის“ პროექტის ფარგლებში ინდივიდების მიერ ქულების დაგროვებისა და შესაბამისად, პრიზების მოგების ალბათობის გაზრდის მთავარი პირობა მათი აქტიურობაა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სს „ბიას“ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.ვებ გვერდზე ქულების დაგროვება შესაძლებელია შემდეგ ნომინაციებში მონაწილეობის მიღებით: 

 

"რეგისტრაცია"(„ახალი წევრი“)

ნომინაციაში გამარჯვების შესაძლებლობა ეძლევა “ბირეიტინგის” ვებ გვერდზე რეგისტრირებულ ყოველ მე–100 მომხმარებელს, რომელიც დარეგისტრირებისთანავე ავტომატურად გამოვლინდება კომპიუტერის საშუალებით.

 

„კვლევაში მონაწილეობა"(„ყველაზე აქტიური მონაწილე“)

ნომინაციაში გამარჯვების შესაძლებლობა ეძლევათ იმ მომხმარებლებს, რომლებიც დააგროვებენ ყველაზე მეტ ქულას “ბირეიტინგის” ვებ გვერდზე წარმოდგენილ ერთკითხვიან და დაკვეთილ გამოკითხვებში მონაწილეობისათვის. შეფასება ხდება შესაბამისი ქულების დაჯამების პრინციპით (მაგ., თუ პასუხგაცემულია 10–, 20– და 30– ქულიანი გამოკითხვები, მომხმარებელს ენიჭება 60 ქულა). ამ ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება თვეში ერთხელ, რის შემდეგაც, ქულების ათვლა დაიწყება თავიდან, მომდევნო გამარჯვებულის გამოვლენამდე.

 

"კომენტარის ავტორობა" („ყველაზე აქტიური კომენტატორი“)

ნომინაციაში გამარჯვების შესაძლებლობა ეძლევათ იმ მომხმარებლებს, რომლებიც დააგროვებენ ყველაზე მეტ ქულას გამოკითხვებში დაფიქსირებული პასუხის დასაბუთებისათვის. შეფასება ხდება შესაბამისი ქულების დაჯამების პრინციპით (მაგ., თუ მომხმარებელი დაასაბუთებს საკუთარ პოზიციას კომენტარის სახით, მას კითხვის საწყისი ქულის 50% მიენიჭება ანუ 10 ქულიანი კითხვის შემთხვევაში – 5 ქულა, 20 ქულიანის შემთხვევაში – 10 ქულა და ა.შ.) ამ ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება წელიწადში ერთხელ.

 

"კითხვის ავტორობა" („ყველაზე აქტიური კითხვის ავტორი“)

ნომინაციაში გამარჯვების შესაძლებლობა ეძლევათ იმ მომხმარებლებს, რომლებიც დააგროვებენ ყველაზე მეტ ქულას კვლევის კითხვების გამოგზავნისათვის. შეფასება ხდება კითხვების ქულების დაჯამების პრინციპით (მაგ., თუ მომხმარებელი აგზავნის ერთ კითხვას, მას 1 ქულა ენიჭება, 10 კითხვის შემთხვევაში – 10 ქულა და ა.შ.) (თითოეული კითხვა საჭიროებს ადმინისტაციის დასტურს). ამ ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება წელიწადში ერთხელ.

 

„პროფილის შევსება“

ნომინაციაში გამარჯვების შესაძლებლობა ეძლევათ იმ მომხმარებლებს, რომლებიც მაქსიმალურად შეავსებენ ვებ გევრდზე საკუთარ პროფილს. შეფასება ხდება თითოეული ველის შესაბამისი ქულების დაჯამების პრინციპით (მაგ. ერთი ველი – 5 ქულა, ორი ველი – 10 ქულა.... და ა.შ.). ამ ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება წელიწადში ერთხელ.