ჩვენ შესახებ | სიახლეები | კონტაქტი
01-05-2015„ბირეიტინგის“ კონკურსის აპრილის გამარჯვებული

"ბირეიტინგის" კონკურსის მორიგი გამარჯვებული და „აპრილის თვის ყველაზე აქტიური მონაწილის“ სტატუსის მფლობელია დავით ქართველიშვილი, რომელმაც გასული თვის განმავლობაში 235 ქულა მოაგროვა.

 

ვულოცავთ ბატონ დავითს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ. 

 

"ბირეიტინგის" ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ქულების დაგროვების წესების მიხედვით, მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტად იაქტიურებს ვებ გვერდზე (გამოკითხვაში მონაწილეობა, კომენტარების დამატება და ა.შ.) ნომინაციის "ყველაზე აქტიური მომხმარებელი" გამარჯვებული ხდება და „ბირეიტინგის“ მიერ დაწესებული პრიზების მოგების შანსს იღებს.

 

შემოგვიერთდით

მიიღეთ მონაწილეობა "ბირეიტინგის" მიმდინარე  გამოკითხვებში, დააგროვეთ ქულები და მოიგეთ საინტერესო პრიზები.