ჩვენ შესახებ | სიახლეები | კონტაქტი
01-08-2015"ბირეიტინგის" კონკურსის ივლისის გამარჯვებული

"ბირეიტინგის" კონკურსის ივლისის თვის ყველაზე აქტიური მონაწილის სტატუსი ერგო ლევან ლელაშვილს, რომელმაც ივლისის განმავლობაში 620 ქულის მოგროვება შეძლო და პირველი ადგილი დაიმსახურა.

 

ვულოცავთ ბატონ ლევანს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.

 

"ბირეიტინგის" ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ქულების დაგროვების წესების მიხედვით, მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტად იაქტიურებს ვებ გვერდზე (გამოკითხვაში მონაწილეობა, კომენტარების დამატება და ა.შ.) ნომინაციის "ყველაზე აქტიური მომხმარებელი" გამარჯვებული ხდება და „ბირეიტინგის“ მიერ დაწესებული პრიზების მოგების შანსს იღებს. 

 

შემოგვიერთდით! მიიღეთ მონაწილეობა "ბირეიტინგის" მიმდინარე გამოკითხვებში, დააგროვეთ ქულები და მოიგეთ საინტერესო პრიზები.