ჩვენ შესახებ | სიახლეები | კონტაქტი
01-09-2015"ბირეიტინგის" კონკურსის ზაფხულის ბოლო გამარჯვებული

"ბირეიტინგი" წარმოგიდგენთ ყოველთვიური კონკურსის ზაფხულის ბოლო, აგვისტოს თვის ყველაზე აქტიურ მონაწილეს თენგიზ ფიფიას, რომელმაც ივლისის განმავლობაში 865 ქულა დაიმსახურა.

 

ვულოცავთ ბატონ თენგიზს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.

 

"ბირეიტინგის" ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ქულების დაგროვების წესების მიხედვით, მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტად იაქტიურებს ვებ გვერდზე (გამოკითხვაში მონაწილეობა, კომენტარების დამატება და ა.შ.) ნომინაციის "ყველაზე აქტიური მომხმარებელი" გამარჯვებული ხდება და „ბირეიტინგის“ მიერ დაწესებული პრიზების მოგების შანსს იღებს.

 

შემოგვიერთდით! მიიღეთ მონაწილეობა "ბირეიტინგის" მიმდინარე გამოკითხვებში, დააგროვეთ ქულები და მოიგეთ საინტერესო პრიზები.