ჩვენ შესახებ | სიახლეები | კონტაქტი
01-12-2015"ბირეიტინგის" კონკურსის ნოემბრის გამარჯვებული

"ბირეიტინგის" კონკურსის ნოემბრის ყველაზე აქტიური მონაწილის სტატუსი დაიმსახურეს შორენა წერეთელმა და დავით ქართველიშვილმა. მათ თვის განმავლობაში თანაბარი ქულები მოაგროვეს ვებ გვერდზე www.brating.ge აქტიურობისას.

 

ვულოცავთ ქალბატონ შორენასა და ბატონ დავითს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.

 

"ბირეიტინგის" ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ქულების დაგროვების წესების მიხედვით, მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტად იაქტიურებს ვებ გვერდზე (გამოკითხვაში  მონაწილეობა, კომენტარების დამატება და ა.შ.) ნომინაციის "ყველაზე აქტიური მომხმარებელი" გამარჯვებული ხდება.

 

შემოგვიერთდით! მიიღეთ მონაწილეობა მიმდინარე გამოკითხვებში, დააგროვეთ ქულები და მოიგეთ საინტერესო პრიზები.