ჩვენ შესახებ | სიახლეები | კონტაქტი
კორპორატიული სარგებელი

"ბირეიტინგი" სხვადასხვა სექტორსა და სფეროში წარმოდგენილ კომპანიებს საშუალებას აძლევს მიიღონ შემდეგი სახის კორპორატიული სარგებელი: 

 

* კონკრეტულ სექტორსა და სფეროში მოღვაწე კომპანიების (საკუთარის ჩათვლით) შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა "ბირეიტინგის" ვებ გვერდზე წარმოდგენილი სხვადასხვა თემებზე ჩატარებული გამოკითხვების შედეგების, კომპანიების რეიტინგების, დამატებითი ანალიტიკისა და ინდუსტრიული ანგარიშების გაცნობის გზით.

 

* კომპანიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა (კერძოდ, არსებული პროდუქტების/ მომსახურების შეფასება და გაუმჯობესება; ახალი პროდუქტის/ მომსახურებისა და მისი ელემენტების ტესტირება; კომპანიის ბრენდის აღქმის, პოზიციებისა და პოტენციალის შესწავლა; კომპანიის დადებითი/ სასურველი იმიჯის დამკვიდრება/ განმტკიცებისათვის საჭირო ელემენდების იდენტიფიკაცია, სხვ.) "ბირეიტინგის" ონლაინ რეჟიმში გამოკითხვების დაკვეთის მომსახურების გამოყენებისა და შემდგომში, კვლევის შედეგების  შესაბამისი ღონისძიებების გატარების გზით.

 

* კომპანიის და მისი პროდუქტების/ მომსახურებების მარკეტინგი "ბირეიტინგის" ვებ გვერდზე მიზნობრივი აუდიტორიისათვის განკუთვნილი სარეკლამო მომსახურების გამოყენების საშუალებით.

 

* კომპანიის წარმოჩენა "ბირეიტინგის" ვებ გვერდზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ინდივიდებისათვის პრიზების დასპონსორების გზით.