ჩვენ შესახებ | სიახლეები | კონტაქტი
რეკლამა

“ბირეიტინგის” ვებ გვერდზე სარეკლამო ბანერის განთავსება ერთ–ერთი სარგებელია, რომელიც სხვადასხვა სექტორსა და სფეროში წარმოდგენილ კომპანიებს/ ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ "ბირეიტინგისგან". 

 

"ბირეიტინგი" ვებ გვერდზე სპეციალურად კომპანიებისათვის/ ორგანიზაციებისათვის მომზადებულია ორი ტიპის ბანერი: (1) მცირე ზომის ბანერი და (2) მსხვილი ზომის ბანერი.

 

ბანერის ტიპი

ბანერის ზომა

ყოველთვიური

ფასი (ლარი)

ბანერზე დაწკაპუნების ფასი (ლარი)

მცირე ზომის ბანერი

210 x 250

50

1 დაწკაპუნება = 0.05

მსხვილი ზომის ბანერი

750 x 100

100

1 დაწკაპუნება = 0.10

 

გამომდინარე იქედან, თუ რომელ სეგმენტზე (B2B თუ B2C) მუშაობს კონკრეტული კომპანია/ ორგანიზაცია, მას შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი სარეკლამო ბანერის ადგილმდებარეობა „ბირეიტინგის“ ვებ გვერდზე.

 

მაგალითად, B2C ბაზარზე მომუშავე კომპანიას/ ორაგზანიციას შეუძლია შეიძინოს სარეკლამო სივრცე გვერდებზე, სადაც ფიზიკური პირები უფრო მეტ დროს ატარებენ (ანუ "ინდივიდებისთვის", „გამოკითხვები“, სხვ.), მაშინ როცა B2B ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიას/ ორგანიზაციას საშუალება აქვს შეიძინოს სარეკლამო სივრცე გვერდებზე, რომლებითაც იურიდიული პირები მეტად ინტერესდებიან (ანუ „ორგანიზაციებისთვის“, „რეიტინგები“, „ანგარიშები“, სხვ.)

 

"ბირეიტინგის" გვერდზე განთავსებული სარეკლამო ბანერის წარმატების გარანტი მიზნობრივი რეკლამა და ვებ გვერდის ვიზიტორების მუდმივად მზარდი რაოდენობაა!  

 

იმისთვის, რომ არ ჩამორჩეს სწრაფ საბაზრო ცვლილებებს, „ბირეიტინგის“  ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დროდადრო გადახედოს და გადაამოწმოს სარეკლამო ბანერების წინამდებარე პირობები, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები და შესწორებული ვერსია განათავსოს ვებ–გვერდზე.