ჩვენ შესახებ | სიახლეები | კონტაქტი
"ბიას" წესები და პირობები

ცნობა მომხმარებლებისთვის: ყურადღებით გაეცანით წინამდებარე წესებსა და პირობებს და „ბიას“ კონფიდენციალობის პოლიტიკას (რომლებიც ერთიანობაში ქმნის „ხელშეკრულებას“), რომლითაც რეგულირდება თქვენს („მომხმარებელი“ ან „თქვენ“) მიერ „ბიას“ www.bia.ge–ზე განთავსებული საიტისა („ბიას საიტი“) და მასზე მოცემული „ბიას მომსახურებების“ (ქვემოთ მოცემული განსაზღვრების შესაბამისად) გამოყენება.

 

„ბიას“ საიტზე წარმოდგენილი ინფორმაციის განსაზღვრულ ნაწილებზე (კომპანიის სავაჭრო მარკა, სამუშაო საათები და საკონტაქტო ინფორმაცია) წვდომა თავისუფლადაა შესაძლებელი და მათი გამოყენებისას თქვენ აცხადებთ თანხმობას ამ ხელშეკრულების შესაბამის სექციებზე. „ბიას“ სხვა მომსახურებების (ყველა დანარჩენი ველი) გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ და ყველა მომხმარებელს მასზე წვდომა არ აქვს. „ბიას“ შეზღუდულ ნაწილებზე წვდომის მისაღებად და/ან „ბიას“ მომსახურების გამოყენებისთვის რეგისტრაციის გავლით, თქვენ აცხადებთ თანხმობას ამ ხელშეკრულების იმ სექციებზე, რომლებიც „ბიას“ მომსახურებას ეხება და ერთმნიშვნელოვანად იღებთ ვალდებულებას დაიცვათ ამ დოკუმენტში დეტალურად აღწერილი წესები და პირობები ან მიმდინარე მომენტში „ბიას“ საიტზე მოცემულ სხვა დოკუმენტში.

 

სს „ბია“ (“ბია“ ან „ჩვენ“), სერიოზულად უდგება თქვენი კონფიდენციალურობის დაცვას. „ბიას“ კონფიდენციალობის პოლიტიკაში, რომელიც მოცემულია მე–7 პუნქტში („კონფიდენციალობის პოლიტიკა“) ახსნილია ის მეთოდები, რომლითაც ხდება თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოების, სიზუსტისა და საიდუმლოების დაცვა, რასაც ყურადღებით უნდა გაეცნოთ.

 

1. “ბიას“ სერვისები

 

1.1 წინამდებარე ხელშეკრულებაში აღწერილია „ბიას“ ის მომსახურებები, რომლებსაც ის სთავაზობს მომხმარებელს („ბიას სერვისები“):

 

(ა) ბიზნეს კატალოგის ონლაინ საინფორმაციო მომსახურება („ბიკატი“) წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას. მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია წარმოდგენილი შემდეგი სექციებით: (1) ზოგადი, (2) მარკეტინგი, (3) ფინანსები, (4) მენეჯმენტი, (5) კომპანიის სიახლეები ("პი-არ ექსჩეინჯი" – www.prexchange.ge) და (6) კომპანიების რეიტინგები („ბი რეიტინგი“ – www.brating.ge). მონაცემთა ბაზაში არსებული ნებისმიერი კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია უფასოა, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის. თუ კომპანიას აქვს სურვილი მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია “ბიზნეს კატალოგის” მეშვეობით და ქონდეს წვდომა “ბიზნეს კატალოგის” პროდუქტებზე (სორტირებისა და ექსპორტირე-ბის ფუნქციები), ამისათვის საჭიროა გახდეს “ბიზნეს კატალოგის” წევრი კომპანია, რაც გულისხმობს „ბიზნეს კატალოგის“ მომსახურების ერთი ან რამოდენიმე სექციის შეძენას მინიმუმ 6 თვის ვადით.

 

„ბიკატის“ მართვა ხდება ცენტრალიზებულად „ბიას“ მიერ  და მოიცავს ბიზნეს მონაცემების/ ინფორმაციის მიწოდებას „ბიას“ მიერ შემუშავებული გადამუშვებისა და ორგანიზების მეთოდით („ბიას მონაცემები“).

 

ბიკატი მოიცავს ინფორმაციას მესამე მხარეების პროდუქტებისა და/ან მომსახურებების შესახებ და  მესამე მხარეების მიერ მოწოდებული მომსახურებისა და ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას იძლევა („ინფორმაცია მესამე მხარის შესახებ“).

 

(ბ) “ბიკატიდან” გენერირებული მარკეტინგული სია (“მარკეტინგული სია”) საშუალებას აძლევს „მომხმარებელს“ კონკრეტული კრიტერიუმების და/ან მათი კომბინაციის გამოყენებით (მაგ. საქმიანობის სფერო, ადგილმდებარეობა, კომპანიის ზომა, წლიური ბრუნვა, კომპანიის სტატუსი, თანამშრომელთა რ-ბა, ექსპორტ-იმპორტი, თანამშრომლების საშუალო ხელფასი, მენეჯმენტის საკონტაქტო ინფორმაცია, სხვ.) შექმნას მისთვის საინტერესო კონკრეტული კომპანი(ებ)ის სიები.

 

(გ) “ბიკატიდან” გენერირებული კომპანიის პროფილი (“კომპანიის პროფილი”) საშუალებას აძლევს „მომხმარებელს“ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია კონკრეტული კომპანი(ებ)ის შესახებ (მაგ. კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია, საქმიანობის სფერო, პროდუქტები/ სერვისები, წლიური ბრუნვები, მომსახურე ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, თანამშრომლებისა და მენეჯმენტის საშუალო ხელფასები, მენეჯმენტის საკონტაქტო ინფორმაცია, სხვ.)

 

(დ) “ბიკატიდან” გენერირებული კომპანიების მენეჯმენტის ელექტრონული მისამართები (“იმეილ მარკეტინგი”) საშუალებას აძლევს „მომხმარებელს“ არსებულ და პოტენციურ კლიენტებს დაუკავშირდნენ ნებისმიერ სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის ყველაზე იაფიანი, სწრაფი და მარტივი საშუალებით – ელ–ფოსტით სხვადასხვა შეთავაზებების გასაკეთებლად (მაგ. კომპანიის სიახლეები, პროდუქტის კატალოგები, მოსაწვევები, მისალოცები და სხვ.)

 

(ე) „ბიკატში“ საკუთარი კომპანიის დამატება („დაამტეთ თქვენი კომპანია“) საშუალებას აძლევს „მომხმარებელს“, რომელიც კომპანიის უფლებამოსილი პირია სრულიად უფასოდ დაარეგისტრიროს მისი კომპანია „ბიკატში“. შეყვანილი ინფორმაცია გადამოწმდება „ბიას“ გუნდის მიერ. რეგისტრირებული კომპანია იღებს ვალდებულებას პერიოდულად განაახლოს ინფორმაცია „ბიაკტში“, კომპანიაში მიმიდნარე ცვლილებების შესაბამისად. 

 

(ვ) “ბიკატიდან” და გამოკითხვის შედეგებიდან გენერირებული კომპანიების რეიტინგები („ბირეიტინგი“) საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაეცნოს სხვადასხვა სფეროში წარმოდგენილი კომპანიების რეიტინგებს. ასევე “მომხმარებელს“ შეუძლია მოითხოვოს მისთვის საინტერესო თემებზე ონლაინ კვლევის ჩატარება. ამასთანავე, კომპანია აცხადებს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ უწევს რეკომენდაციას რეიტინგების სიებში არსებული კომპანიებს, რადგან რეიტინგებიs გენერირება ხდება მომხმარებლების სუბიექტური აზრისა და/ან მესამე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ნებისმიერ მომხმარებელს ან მესამე მხარეს თავად აკისრია პასუხისმგებლობა და თავად აიღებს რისკს რეიტინგების სიებში არსებულ კომპანიების შესახებ ინფორმაციის გამოყენებისას.

 

(ზ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისთვისაა შექმნილი კომპანიების სიახლეების გაცვლის ვირტუალური პორტალი („პიარ იქსჩეინჯი“) საშუალებას აძლევს გააზიარონ საკუთარ კომპანიაში მიმდინარე სიახლეები, გაზარდონ საკუთარ კომპანიის/ ორგანიზაციისა და პროდუქტების/ მომსახებების ცნობადობა, მონაწილეობა მიიღონ ყოველთვიურ კონკურსებში, გახდნენ ყოველთვიური ნომინაციების სპონსორები და ა.შ.

 

1.2 „ბია“ იტოვებს უფლებას დროდადრო შეცვალოს, დაარედაქტიროს, ადაპტირება გააკეთოს, გადააკეთოს ან გააუქმოს “ბიას სერვისები“ (ან მისი ნაწილები). წინამდებარე ხელშკრულება წარმოადგენს “ბიას სერვისებთან“ დაკავშირებულ სრულ შეთანხმებას მხარეებს შორის და ცვლის ყველა ნებისმიერ წინარე დანაპირებს, წარმომადგენლობებს, შეთანხმებებს, განცხადებებსა და განზრახვებს, რომლებიც არსებობდნენ ან შესაძლოა არსებობდნენ „ბიასა“ და „მომხმარებელს“ შორის. „ბიას“ შეუძლია წინამდებარე ხელშკრულების შეცვლა შეტყობინების ვებ–გვერდზე განთავსებით.

 

2. “ბიას“ სერვისების გამოყენება

 

2.1 „მომხმარებელი“ თანახმაა არ დააკოპიროს, რეკლამა გაუკეთოს, გადაყიდოს, გაავრცელოს, გადასცეს, თავიდან შექმნას, გამოაქვეყნოს, შექმნას მონაცემთა ბაზა, განახორციელოს ნებისმიერი ავტომატიზირებული დათვალიერების ან ჩამოტვირთვის ფუნქცია ან ნებისმიერი სხვა სახით მოახდინოს ტრანსფერი ან კომერციული გამოყენება „ბიას სერვისებთან“ კავშირში მყოფი პროცესებით მიღებული „ბიას მონაცემების“ ან „ინფორმაცია მესამე მხარის შესახებ“ და გამოიყენოს ისინი მხოლოდ ბიზნესის შიდა მიზნებისთვის.

 

2.2 ეჭვის თავიდან ასაცილებლად, და შეუზღუდავად, დაუშვებელია „ბიას მონაცემებისა“ ან „მესამე მხარის შესახებ ინფორმაციის“ გამოყენება რაიმე სახის პროდუქტის ან მომსახურების შემადგენელ ნაწილად, ან გადაცემამესამე მხარისთვის.

 

2.3 სასტიკად აკრძალულია  „ბიას მონაცემებისა“ ან „ბიას სერვისების“ გამოყენება „სპამებისთვის“ და/ან უკანონო და მავნებელი მარკეტინგისთვის. მაგალითად (შეუზღუდავად) „მომხმარებელმა“ არ უნდა გამოიყენოს „ბიას მონაცემები“ და/ან „ბიას სერვისები“ არასასურველი შეტყობინებების დასაგზავნად მარკეტინგისთვის ან პროდუქტების/სერვისების შესათავაზებლად, “ბიას სერვისები“ არ უნდა იყოს გამოყენებული ელ–ფოსტის დასაგზავნად ნებისმიერი ინდივიდისთვის, თუ ეს უკანასკნელი არ იგზავნება მის კორპორატიულ ელ–ფოსტაზე, როგორც ეს წარმოდგენილია „ბიკატში“ და ა.შ. 

 

2.4 “მომხმარებელი”თანახმაა, რომგამოიყენოს „ბიას სერვისები“ მხოლოდ მის ბიზნესთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად.

 

2.5 სულ„ბიკატში“ შესაძლებელია აიტვირთოს 20 ფაილი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას „მომხმარებლის“ კომპანიის, მისი საქმიანობის, პროდუქტების/ სერვისების, სხვ. შესახებ. ნებისმიერი ამგვარი დანართის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ერთ მეგაბაიტს და უნდა იყოს pdf ფორმატში. კომპანიის ლოგო უნდა იყოს წარმოდეგნილი ერთ–ერთ შემდეგ ფორმატში: jpg, png, gif. „ბიას“ შეუძლია წინამდებარე პირობის შეცვლა შეტყობინების საიტზე განთავსებით.

 

2.6 კანონის მიერ დაშვებული ზღვარისა და შინაარსის გამოკლებით, “მომხმარებელი” იღებს ვალდებულებას არ გადააკეთოს, დაანაწევროს, დაშალოს, მოდიფიკაცია გააკეთოს ან შეცვალოს სრულად ან ნაწილობრივ ნებისმიერი “სკრიპტი”/ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მიღებაც „ბიას სერვისებთანაა“ დაკავშირებული ან მათი მეშვეობით ხდება. 

 

3. ლიცენზია/ წვდომის უფლება

 

3.1 “ბია” ანიჭებს „მომხმარებელს“ (თუ მას აქვს შესაბამისი ხელმოწერა) ერთპიროვნულ, არაექსკლუზიურ და არაგარდამავალ უფლებას მიიღოს წვდომა და გამოიყენოს „ბიას სერვისები“ და „ბიას მონაცემები“ შიდა მოხმარების მიზნით და მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების შესაბამისად.

 

„მომხმარებელს“ არ აქვს უფლება მიანიჭოს, განკარგოს, გადასცეს მესამე მხარეს, ან სხვაგვარად გაასხვისოს წინამდებარე ხელშკრულებით მინიჭებული უფლება სხვა ნებისმიერ პირზე (გარდა იმ  შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება დამსაქმებელი კომპანიის უფლებამოსილ პირებს) თუ ეს უკანასკნელი არ არის მისი ავტორიზებული თანამშრომელი), კერძოდ „მომხმარებელმა“ არ უნდა დართოს უფლება არც ერთ პირს გამოიყენოს ან მიიღოს წვდომა „ბიას მონაცემებზე“ „ბიასგან“ წინასწარი წერილობითი უფლების მიღების გარეშე. ნებისმიერი მოთხოვნა „ბიას ბაზის“ მრავალჯერადი ან ჯგუფური გამოყენების შესახებ უნდა იყოს გაგზავნილი „ბიასთან“. „მომხმარებელს“ მინიჭებული ექნება უნიკალური IP მისამართი და „ბიას ბაზის“ წვდომას შეძლებს მხოლოდ დაფიქსირებული IP მისამართიდან.

 

„მომხმარებელს“ არ აქვს უფლება, განახორციელოს „ბიკატზე“ წვდომა თავისი ოფისის გარეთ არსებული ინტერნეტის მეშვეობით. ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, მას დაეკისრება ჯარიმა, მომსახურების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ოდენობით.

 

4. ფლობისა და ინტელექტუალური საკუთრების განკარგვის უფლება

 

4.1 „მომხმარებელი“ აცნობიერებს, რომ არ გააჩნია უფლებამოსილება “ბიას მონაცემებზე” ან „ბიას სერვისების“ გამოყენების შედეგად შექმნილ სხვა მონაცემებზე. „მომხმარებელი“ ასევე აცნობიერებს, რომ “ბიას მონაცემები” წარმოადგენს ღირებულ ინფორმაციას  და საავტორო უფლება, სავაჭრო მარკა და „ბიას სერვისები“ და “ბიას მონაცემები” ან მათთან დაკავშირებული ყველა სხვა ინტელექტუალური საკუთრების განკარგვის უფლება არის და იქნება „ბიას“ პრეროგატივა. „მომხმარებელს“ არ აქვს უფლება შეცვალოს ან წაშალოს “ბიას მონაცემების” აღმნიშვნელი საავტორო უფლების სიმბოლო ან მასთან დაკავშირებული ავტორობისა და საკუთრების ნებისმიერი სხვა იდენტიფიკატორი ან ინფორმაცია.

 

4.2 „ბია“ და „ბიას“ ლოგო რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნებია და დაუშვებელია მათი რაიმე მიზეზით რეპროდუქცია.

 

4.3 “მომხმარებელს” ეკრძალება „ბიას სერვისების“ ნებისმიერი ნაწილის მოდიფიცირება, შეცვლა ან დაკორექტირება. „მომხმარებელს“ ასევე ეკრძალება „ბიას სერვისებზე“ წვდომის მისაღებად იმ პროგრამების გამოყენება, რომლებიც არალიცენზირებულია და უკანონოდ იყენებს „ბიას სერვისებს“.

 

5. ვალდებულება

 

5.1 „მომხმარებელი“ აცნობიერებს, რომ„ბიას სერვისების“ გამოყენება დამოკიდებულია მის უნარებსა და შეფასებაზე და „ბიას სერვისების“ გამოყენებისას ყველა რისკს საკუთარ თავზე იღებს. „მომხმარებლის“ მიერ „ბიას სერვისებიდან“ ან მათი საშუალებით მიღებული ინფორმაციის ნებისმიერი სახით გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მასვე ეკისრება.

 

5.2 “მომხმარებელი” ვალდებულია აუნაზღაუროს „ბიას“ ნებისმიერი სახის დანაკარგი, ზარალი ან ვალდებულება, რომელიც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოიშვას „მომხმარებლის“ მიერ „ბიას მონაცემების“ ან „ბიას სერვისების“ გამოყენების შედეგად.

 

5.3 “მომხმარებელი” აცნობიერებს, რომ „ბიას“ არ შეუძლია  კლიენტების მიერ „ბიკატის“ საშუალებით ატვირთული მასალების შინაარსის კონტროლი და შესაბამისად „ბია“ არაა პასუხისმგებელი კლიენტების მიერ მოწოდებული და  „ბიკატზე“ განთავსებული ინფორმაციის სარგებლიანობასა ან  სიზუსტეზე.

 

5.4 “მომხმარებელი” აცნობიერებს, რომ „ბიას სერვისებიდან“ შეიძლება ვერ მიიღოს სასარგებლო და ზუსტი ინფორმაცია. „მომხმარებელი“ ვალდებულია მოქმედებდეს საკუთარი უნარებისა და შეხედულებისა საფუძველზე, რათა შეაფასოს „ბიას სერვისების“ შედეგები და არ დააკისროს „ბიას“ რაიმე სახის პასუხისმგებლობა არანაირი შიდა ან გარე წარმოქმნილი ხარჯებისთვის, დაკარგული ბიზნეს შესაძლებლობების ან სხვა პოტენციური დანაკარგების გამო, რომლებიც წარმოიქმნა, „ბიას სერვისებიდან“ მიღებული ინფორმაციის გამოყენების გამო/ საფუძველზე განხორციელებული ქმედებების შედეგად.

 

5.5 “მომხმარებელი” აცნობიერებს, რომ „ბიას“ არ შეუძლია  კლიენტების მიერ დაგზავნილი ელ–ფოსტების შინაარსის კონტროლი და შესაბამისად „ბია“ არაა პასუხისმგებელი კლიენტის მიერ დაგზავნილი ინფორმაციის სარგებლიანობასა ან  სიზუსტეზე.

 

5.6 “ბიას მონაცემები” იქმნება კითხვარების გამოყენებისა და „ბიზნეს კატალოგში“ არსებულ კომპანიებთან ინტერვიუების საშუალებით. “ბიას მონაცემების” დიდი ნაწილი  მოწოდებულია მესამე პირების მიერ. შეგროვებული ინფორმაციის სიზუსტე და სისრულე დამოკიდებულია აღნიშნული კომპანიების თანამშრომლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ„ბია“მიმართავს ყველა გონივრულ ხერხს, რომ მიღებული მონაცემები იყოს ზუსტი და  კომერციულად სასარგებლო, „ბია“ არ იღებს პასუხისმგებლობას „ბიას მონაცემების“ სარგებლიანობასა და სიზუსტეზე.

 

5.7 “ბიას სერვისები” ფუნქციონირებს რაიმე სახის გარანტიების, წესებისა ან პირობების გარეშე „ბიას სერვისების“, „ბიას მონაცემებს“, „ინფორმაცია მესამე მხარის შესახებ“ ან „ბიას სერვისების“ დახმარებით მოპოვებული ინფორმაციის ხარისხთან მიმართებაში.

 

5.8 სერვისებისა და ზოგადად ინტერნეტის ინტერაქტიული ხასიათიდან გამომდინარე, „ბია“არიძლევა გარანტიას ან ვალდებულებას, რომ „ბიას სერვისები“ იმუშავებს შეფერხებების ან შეცდომების გარეშე. „ბია“ არ იღებს პასუხისმგებლობას ან ვალდებულებას ნებისმიერი სახის კომუნიკაციურ ან ქსელურ დეფექტებზე, შეფერხებასა და გაუმართავობაზე (დროებით ან სხვა სახის), რომლებიც წარმოიქმნება „ბიას სერვისების“ გამოყენებისას.

 

5.9 „ბია“იძლევა გარანტიას, რომ „ბიას სერვისების“ (კერძოდ, „ბიკატის“) გამოყენებით მიღებული და დაგზავნილი ელ–ფოსტა იქნება ვირუსებისაგან ან „ბაგებისგან“ თავისუფალი. „მომხმარებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამგვარ ელ–ფოსტაზე არ იქნება მიმაგრებული ვირუსები და „ბაგები“ და იქნება ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ნებისმიერი სახის მონაცემების დაკარგვასა ან მიმწოდებლის სისტემის დაზიანებაზე, რომელსაც ამგვარი ელ–ფოსტა დაეგზავნა.

 

5.10 „ბიკატზე“ მოცემული კონკრეტული ბმულების დაჭერისას შესაძლოა „მომხმარებელი“ გადავიდეს სხვა საიტებზე, რომელზე არსებული ინფორმაციის სიზუსტესა ან შინაარსზე, და ასევე ამ საიტების ნებისმიერ სხვა ასპექტზე „ბია“ არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს.

 

5.11 „ბიას“ არანაირ ვითარებაში არ ეკისრება პასუხისმგებლობა „მომხმარებლის“მიერ წამოყენებულ პრეტენზიაზე, კერძოდ პირდაპირ ან შედეგობრივ დანაკარგსა და ზიანზე (მოგების, კონტრაქტის, შემოსავლისა ან არამატერიალური აქტივის დაკარგვის ჩათვლით) მიუხედავად გამომწვევი მიზეზებისა, რომლებიც შეიძლება იყოს „ბიას მონაცემების“ ან მათი საშუალებით უზრუნველყოფილი ან მიღებული ინფორმაციის გულგრილი გამოყენება. „ბია“ არაა პასუხისმგებელი, და არ ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების დამრღვევად იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი სახის გაუმართავობა გამოწვეულია ისეთი ვითარებით, რაც ცდება მისი გონივრული კონტროლის ფარგლებს.

 

5.12 ბია იტოვებს “ბიას სერვისების”ფასის ცვლილების უფლებას, რაც არ გულისხმობს  უკვე გადახდილი საფასური ცვლილებას არსებული კონტრაქტის ვადის ფარგლებში.

 

5.13 „მომხმარებელი“ ადასტურებს მის მიერ მოწოდებული ყველა მონაცემის სისწორეს და მის უფლებამოსილებას მათ მიწოდებაზე.

 

5.14 „მომხმარებელი“ „ბიას“ ნებისმიერ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისას აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს, რომ „ბია“ თავისი შეხედულებისამებრ განათავსებს ამ ინფორმაციას თავის სხვა მონაცემთა ბაზებში, მათ შორის „ბიკატში“, „პი-არ ექსჩეინჯისა“ და „ბირეიტინგის“ ბაზებში. ასევე „ბია“-ს რომელიმე მონაცემთა ბაზის მომხმარებლად რეგისტრაციისთანავე, „მომხმარებელი“ „ბია“-ს მიერ ავტომატურად  რეგისტრირდება სხვა მონაცემთა ბაზებშიც.

 

6. ტარიფები და უსაფრთხოება

 

6.1 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სურს ჰქონდეს წვდომის უფლება „ბიას მომსახურებების“ კონკრეტულ ნაწილებზე (კერძოდ „ბიკატი“, „მარკეტინგული სია“, სხვ.), რომლებიც არაა ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის („ფასიანი სერვისები“), „მომხმარებელმა“ საჭიროა „ბიას“ მიერ განსაზღვრული ტარიფების საფუძველზე და მათ შესაბამისად გადაუხადოს თანხა, რომელიც არ ბრუნდება.

 

6.2 „მომხმარებელს“ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს „ბიას სერვისებზე“ (კერძოდ კი „ბიკატზე“) წვდომის საფასური საკრედიტო ბარათით ინტერნეტში (მალე!). ნებისმიერი სხვა საკომუნიკაციო სისტემის მსგავსად, ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის გაგზავნას თან ახლავს მისი მოპარვის რისკები. მიუხედავად იმისა, რომ „ბიას“ ყველა აუცილებელი პრევენციული ზომა აქვს გატარებული ამგვარი ქურდობის რისკის შესამცირებლად, „მომხმარებელი“ აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ინფორმაციის გაგზავნა ხდება „მომხმარებლის“ საკუთარი რისკით და „ბია“ არაა პასუხისმგებელი დაიცვას ამ ინფორმაციის უსაფრთხოება მისი გადაცემისას.

 

6.3 "ფასიანი სერვისების" გამოყენებისას, „მომხმარებელი“ ეთანხმება ყველა იმ დამატებით და დამხმარე წესსა და პირობას სერვისებზე, რომელსაც დროდადრო ადგენს „ბია“.

 

6.4 „მომხმარებელი“ ვალდებულია დაიცვას მათთვის ხელმისაწვდომი „ფასიანი სერვისები“ და „ბიას მონაცემები“ არაავტორიზებული მესამე პირებისგან და შეასრულოს „ბიას“ მიერ „ფასიანი სერვისების“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დადგენილი ინსტრუქციები. ნებისმიერი იმ „ფასიანი სერვისების“ ან „ბიას მონაცემების“ გამოყენებისას, რომლებიც საჭიროებენ „მომხმარებლის“ რეგისტრაციას, „მომხმარებელი“„ბიას“ მოთხოვნის შესაბამისად გამოიყენებს პაროლს ან მომხმარებლის პირად ნომერს (ID) ან მომხმარებლის სახელს. „მომხმარებელი“ თანახმაა იყოს პასუხისმგებელი ამგვარი უსაფრთხოების ზომების გამოყენებაზე და იძლევა გარანტიას, რომ დაიცავს ამგვარი პაროლის, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მომხმარებლის სახელის ან ნებისმიერი სხვა უსაფრთხოების მექანიზმის კონფიდენციალობას და არ გაუმხელს მათ სხვა პირებს.

 

7. კონფიდენციალობის პოლიტიკა

 

7.1 ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია

თქვენ თანახმა ხართ „ბიას“ მიაწოდოთ სხვადასხვა ხასიათის მონაცემები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს საჯარო, პერსონალურ ან კომერციულ ინფორმაციას.

 

გარდა აღნიშნულისა, ჩვენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან თქვენს მიერ ჩვენს საიტზე რეგისტრაციის დროს ან თქვენგან ან თქვენი დამქირავებელი კომპანიის წარმომადგენლისგან ჩვენს თანამშრომელთან სატელეფონო საუბრისას. თუ თქვენ მხოლოდ ათვალიერებთ ჩვენს საიტს, არ არის აუცილებელი თქვენი ისეთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, როგორიცაა სახელი დაგვარი, საკონტაქტო ინფორმაცია ან საკრედიტო/ სადებეტო ბარათის მონაცემები, რომელიც საჭიროა ინვოისის  გამოწერისას. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გამოითხოვოთ ჩვენს ხელთ არსებული თქვენი ყველა პერსონალური ინფორმაცია, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი მონაცემთა დაცვის კანონით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განუწყვეტლივ განაახლოთ და შეცვალოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია „ონლაინ“ რეჟიმში, საიტზე რეგისტრირების ფუნქციის საშუალებით.

 

ნებისმიერი ტიპის ცვლილება პირად მონაცემებში გადამოწმდება და დადასტურდება „ბიას“ ოპერატორების მიერ.

 

7.2 თქვენს შესახებ ინფორმაციის გამოყენების მიზნობრიობა

თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვების მიზანია თქვენთვის ჩვენი ახალი შეთავაზებების, პროდუქტებისა და მომსახურების გაცნობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავხვეწოთ და თქვენზე უკეთ მოვარგოთ ჩვენი სერვისები. თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება ასევე საჭიროა საბუღალტრო და საგადახდო სისტემის ადმინისტრირებისათვის.

 

ჩვენ შესაძლოა შევინახოთ გარკვეული პერსონალური ინფორმაცია და გამოვიყენოთ ის თქვენზე მორგებული სერვისების, ინფორმაციისა და შეთავაზებების გასაკეთებლად. თქვენი თანხმობის გაცემის შემდეგ, ბუნებრივია, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ჩვენგან ამგვარი სერვისების შეჩერება ჩვენს საიტზე არსებული რეგისტრირების ფუნქციის საშუალებით.

 

თქვენი ინფორმაცია შესაძლოა დამუშვებული იყოს მესამე მხარეების მიერ ჩვენთან კონტრაქტის ფარგლებში.

 

თქვენ თანახმა ხართ „ბიკატში" განათავსოთ და/ან უფლება მისცეთ „ბიას“ თქვენგან მოიპოვოს და დაამუშავოს გარკვეული საჯარო, პერსონალური და კომერციული მონაცემები. ამგვარი მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მესამე პირებისთვის და შესაძლოა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. „მესამე მხარის შესახებ ინფორმაციის“ ან მესამე პირების კუთვნილი მონაცემის (რაც შეუზღუდავად მოიცავს „მომხმარებელის“ თანამშრომლებს) მოწოდებისას “მომხმარებელი“ თვითონ უზრუნველყოფს მათგან თანხმობის მიღებას.

 

თქვენ თანახმა ხართ არ გადასცეთ „ბიკატიდან“ მიღებულ ნებისმიერი ინფორმაცია მესამე პირებზე.

 

7.3 თქვენს შესახებ ინფორმაციის გადაცემა / გასხვისება

ჩვენ შესაძლოა გადავცეთ თქვენგან მიღებული ინფორმაცია გადავცეთ მესამე მხარეს, როგორც აგრეგირებული სტატისტიკის სახით (მაგ. მომხმარებლების რ–ბა, ადგილმდებარეობა, სხვ.), ასევე ინდივიდუალური მონაცემები.

 

გარკვეულ შემთხვევებში, თუ დაირღვა წინამდებარე ხელშეკრულება ჩვენს წინაშე შესაძლოა დადგეს თქვენს შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების საჭიროება. ჩვენ ასევე შესაძლოა გავამხილოთ ან გამოვიყენოთ თქვენი ანგარიში თუ ამას მოითხოვს კანონი ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო უწყება ან თუ ამას მოითხოვს კანონი ლეგიტიმური პოზიციის დასაცავად.

 

7.4 უსაფრთხოება

თქვენს შესახებ ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, შეუძლებელია ინტერნეტით გადაცემული მონაცემების უსაფრთხოების სრული დაცვა. შედეგად, მიუხედავად ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევისა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, არ შეგვიძლია ჩვენთან გამოგზავნილი ნებისმიერი ინფორმაციის მისი დაგზავნის მომენტში უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფა და მისი დაგზავნის რისკი თქვენი პასუხისმგებლობაა.

 

7.5 მონაცემების გრაფა („ქუქის“)

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მონაცემების გრაფა („ქუქის“) ვებ–გვერდზე მისი გამოყენების გამარტივებისთვის.

 

7.6 თქვენი ინფორმაციის საზღვარგარეთ გადაგზავნა

ჩვენი მხრიდან თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადაცემა საზღვარგარეთ მოხდება ჩვენს მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

 

7.7 ავტომატიზირებული გადაწყვეტილებები

„ბიას“ ვებ–გვერდისა და ჩვენი გადახდის პროცესის ნაწილი ავტომატიზირებულია და ჩვენ შეიძლება დავამუშვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, როგორც ამ გადახდის პროცესის შემადგენელი ნაწილი.

 

ზემოთ აღწერილი პრაქტიკა წარმოადგენს მონაცემთა დაცვის ამჟამინდელი მდგომარეობის პრაქტიკას. იმისთვის, რომ არ ჩამოვრჩეთ სწრაფ ტექნოლოგიურ ცვლილებებს, ჩვენ შესაძლოა დროდადრო გადავხედოთ ამ პრაქტიკებს და შევცვალოთ ისინი და შესაბამისად შევცვალოთ წესები და პირობები.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ან პერსონალური ინფორმაციის გამოყენების გზებთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: info@bia.ge.

 

8. მომხმარებლის მასალები და ქცევა

 

8.1 კონფიდენციალობის პოლიტიკის თავში განხილული პერსონალური ინფორმაციის გარდა, „ბიას“ ვებ–გვერდზე თქვენს მიერ ატვირთული ნებისმიერი მასალა ჩაითვლება არაკონფიდენციალურ და არაპერსონალურ ინფორმაციად. „ბიას“ ამგვარ მასალასთან დაკავშირებით არანაირი ვალდებულება არ ექნება. „ბიას“ მიენიჭება უფლებამოსილება დააკოპიროს, გაასაჯაროოს, გაავრცელოს, სხვა მონაცემებთან გააერთიანოს და სხვ. ამგვარი მასალა და ყველა სახის, ვიზუალური, ხმოვანი და ტექსტური მონაცემები გამოიყენოს კომერციული თუ არაკომერციული მიზნებისთვის.

 

8.2 თქვენ გეკრძალებათ „ბიას“ საიტზე რაიმე სახის ინფორმაციის განთავსება ან გადაწერა, თუ:

(ა) ამ მასალაზე არ გაქვთ შესაბამისი უფლება და/ან თანხმობა – კერძოდ, თუ მესამე პირების შესახებ ან მესამე პირების კუთვნილი მონაცემის მოწოდების შემთხვევაში მიღებული არ გაქვთ მათგან თანხმობა;

(ბ) ეს მასალა ხელს უწყობს ქმედებას, რომელიც შეიძლება განხილული იყოს როგორც კრიმინალური დანაშაული, გამოიწვიოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ან სხვაგვარად არღვევდესკანონს ან  მესამე პირების უფლებებს იურისდი-ქციაში, რომელიც რეგულირდება წინამდებარე წესებითა და პირობებით ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის კანონებით;

(გ) ეს მასალა არის ტექნიკურად სახიფათო (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, კომპიუტერული ვირუსი, ლოგიკური ნაღმი, ტროიას ცხენები, „ვორმი“, სახიფათო კომპონენტი, დაზიანებული მონაცემები ან სხვა მავნე პროგრამა ან სახიფათო მონაცემები);

(დ) ეს მასალა მიზნად ისახავს სხვების შეცდომაში შეყვანას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას

 

8.3 დაუშვებელია „ბიას“ საიტის ბოროტად გამოყენება (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, „ჰაკერობა“, არაავტორიზებული რეკლამები, მარკეტინგული მასალები, „ჯანქ მეილი“, „სპამი“, ერთმანეთს მიყოლებული წერილები, პირამიდული სქემები, სხვ.).

 

8.4 „ბია” მაქსიმალურად ითანამშრომლებს სამართალდამცავ ორგანოებთან ან სასამართლოსთან, და შეასრულებს მათ მოთხოვნას გაასაჯაროოს იმ პირების იდენტობა ან ადგილმდებარეობა, რომლებიც ავრცელებენ ისეთ მასალებს, რომლებიც   წინამდებარე ხელშეკრულებას არღვევს. 

 

9. მონაცემები

 

„მომხმარებელი“ პასუხისმგებელია „ბიას მონაცემებთან“ დაკავშირებით უზრუნველყოს მისი ქმედებების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

10. “ბიას” სხვა სერვისები

 

10.1 პირადი მონაცემები 

„ბიას“ მიერ რეკლამის დამკვეთისთვის გაწეული სერვისი („ბიას სხვა სერვისები“) წარმოადგენს სერვისს, რომლითაც „ბია“ და მისი ინტერნეტ პროვიადერი („სერვისის პროვიადერი“) უზრუნველყოფენ რეკლამის დამკვეთისთვის („ბიას რეკლამის დამკვეთი“) საიტზე შემოსული ვიზიტორების მონაცემების შეგროვებას, რათა დადგინდეს რა რაოდენობისა და ტიპის ვიზიტორები ნახულობენ ჩვენი რეკლამის დამკვეთი კომპანიების პროფილებს. ჩვენ შესაძლოა ამ მიზნით გავაკეთოთ ინტერნეტ გვერდის მონიტორინგი და შევაგროვოთ ისეთი მონაცემები, როგორიცაა ვიზიტორების IP მისამართი, ვებ–გვერდის დათვალიერების დღე და საათი, სხვ. („მონაცემები“). მონაცემების შეგროვება და დამუშვება ხდება „ბიასა“ და მისი „სერვისის პროვაიდერის“ მიერ და გადაეცემა მხოლოდ „ბიას რეკლამის დამკვეთებს“ სხვა მიზნების გამოსარიცხად. „ბია“ და „სერვისის პროვაიდერი“ განიხილავენ მონაცემებს როგორც კონფიდენციალურს და არ გადასცემენ მათ სხვა პირებს.

 

ნებისმიერ მომენტში, შესაბამისი კანონით გათვალისწინებული წესებისა და პირობების ფარგლებში, თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემები და მოითხოვოთ მათი მოდიფიკაცია, წაშლა ან დაბლოკვა ჩვენთან დაკავშირებით შემდეგ ელ–ფოსტის მისამართზე: info@bia.ge.

 

„ბიას რეკლამის დამკვეთს“ შეუძლია თქვენს მიერ ან „ბიას სხვა სერვისების“ საშუალებით მოწოდებული მონაცემების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის, მაგ. პროდუქციის ან მომსახურების რეკლამირებისათვის. შესაბამისი კანონით, თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ მომენტში უარი განაცხადოთ ამ მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთის გამოყენებაზე შესაბამის „ბიას რეკლამის დამკვეთთან“ ან „ბიასთან“ დაკავშირებით (ზემოთ მოცემულ ელ–ფოსტის მისამართზე).

 

„ბიას სხვა სერვისების“ ფარგლებში, ჩვენი რეკლამის დამკვეთები დებენ ჩვენთან ხელშეკრეულებას, რომლის მიხედვითაც მიღებული „მონაცემები“ კონფიდენტიცალურია და გამოიყენება შესაბამისი კანონის, კერძოდ პერსონალური მონაცემების მარეგულირებელი კანონის, გათვალისწინებით. თუმცა, „ბიას“ არ აქვს ძალაუფლება და კონტროლი რეკლამის დამკვეთებზე, რომლებსაც აქვთ თვისუფლება გადაწყვიტონ თუ როგორ იქნება მონაცემები გამოყენებული. „ბია“ და „სერვისის პროვაიდერი“ მხოლოდ მონაცემების გადამმუშავებლები არიან და შესაბამისად არ შეუძლიათ გარანტიების უზრუნველყოფა და პასუხისმგებლობის აღება „ბიას რეკლამის დამკვეთების“ მიერ „მონაცემების“ გამოყენების მიზნებზე.

 

ამ ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ თნხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ სერვისებსა და პრინციპებზე.

 

10.2 მონაცემების გრაფა („ქუქის“)

“ბიას სხვა სერვისების” მიწოდებისთვის, „ბია“ და „სერვისის მომწოდებელი“ შესაძლოა იყენებდნენ მონაცემების გრაფას („ქუქის“) „ბიას“ საიტის ვიზიტორების კომპიუტერებზე. „ქუქის“ ფაილებია, რომლების განთავსებაც ვებ სერვერის მიერ ხდება ინტერნეტის მომხმარებლის კომპიუტერში და რომლებიც შექმნილია საბაზისო ინფორმაციის (კერძოდ, ვიზიტორების პრეფერენციების) შენახვისთვის. ეს ეხმარება „ბიას“ და მის „სერვისის მომწოდებელს“ „ბიას“ საიტზე მოხვედრილი ანონიმური ვიზიტორების რაოდენობის შეფასებაში. არსებობს ორი სახის „ქუქის“: სესიური და მუდმივი. სესიური „ქუქის“ მხოლოდ ვიზიტორის საიტზე ყოფნისას ჩნდება. ისინი ქრებიან ვიზიტორის კომპიუტერიდან მაშინვე, როცა ის „ბრაუზერს“ დახურავს. მუდმივი „ქუქი“ რჩება ვიზიტორის კომპიუტერში მაშინაც კი, როცა „ბრაუზერი“ დახურულია.

 

თქვენ შეგიძლიათ თანხმობა ან უარი განაცხადოთ „ქუქის“ გამოყენებაზე. ვებ „ბრაუზერების“ უმრავლესობა ავტომატურად აგენრეირებს თანხმობას „ქუქისზე“, თუმცა თქვენ ჩვეულებრივ შეგიძლიათ თქვენი „ბრაუზერის“ კონფიგურაციის შეცვლა „ბიას“ ან მისი „სერვის პროვაიდერის“ მიერ დაყენებული „ქუქისზე“ უარყოფისთვის. თუ აირჩევთ „ქუქის“ უარყოფას, შესაძლოა ვეღარ შეძლოთ საიტზე შესვლა ან „ბიას“ საიტისა და სერვისების სხვა ინტერაქტიული პარამეტრების გამოყენება.

 

ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი საიტის  ვიზიტორებს „ბიას სხვა სერვისებთან“ დაკავშირებული სესიური „ქუქის“ კონტროლის საშუალებას. ნებისმიერ დროს, თუ არ გსურთ, რომ „ბიასა“ და მისი „სერვისის პროვაიდერმა“ შეაგროვონ და გაანალიზონ ინფორმაცია თქვენი სესიის შესახებ, გთხოვთ დაგვიაკვშირდეთ შემდეგ მისამართზე: info@bia.ge.

 

11. აღჭურვილობა

 

„მომხმარებელი“ ერთპიროვნულად ვალდებულია „ბიას სერვისების“ გამოყენებისათვის საჭირო ყველა საჭირო კომპიუტერული აღჭურვილობისა და პროგრამის, მოდემებისა და სატელეკომუნიკაციო ბმულების მოპოვებაზე, მართვასა და შენახვაზე.

 

12. შეწყვეტა

 

„ბია“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს „ბიას სერვისების“ (ან მათგან ნებისმიერის) მიწოდება.   

 

ნებისმიერი სხვა უფლებების შეუზღუდავად, „ბია“ უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეაჩეროს „ბიას სერვისების“ (ან მათგან ნებისმიერის) მიწოდება ან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშკრულება, თუ „მომხმარებლის“ მხრიდან დაირღვევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ან „მომხმარებელი“ გაკოტრდა, ლიკვიდირებულია ან გადახდისუუნაროა. „ბიას სერვისების“ შეჩერების ან წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისას, „ბია“ არანაირ ვითარებაში არაა პასუხისმგებელი სრულად ან ნაწილობრივ აანაზღაუროს გადასახადი (თუკი ასეთი არსებობს). წინამდებარე ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, „მომხმარებელი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ გაანადგუროს „ბიას სერვისების“ გამოყენების შედეგად მიღებული „ბიას მონაცემების“ ყველა ასლი და ასევე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „ბიას სერვისების“ (კერძოდ, „ბიკატის“) გამოყენება.

 

იმ შემთხვევაში, თუ “ბია” შეწყვეტს „ბიკატთან“ დაკავშირებული მომსახურების შეთავაზებას, “ბია” დაუყოვნებლივ გაანადგურებს მის ხელთ არსებულ ყველა პერსონალურ მონაცემსა და ინფორმაციას.

 

13. ზოგადი წესები

 

13.1 წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაცემულ ნებისმიერი სახის შეტყობინებას უნდა ჰქონდეს წერილობითი ფორმა და მიწოდებულ იქნას ადგილზე მიტანით, ფოსტით, ელ-ფოსტით ან ფაქსით შესაბამისი მხარისთვის იმ მისამართზე, რომელიც „ბიამ“ მის საიტზე ან „მომხმრებელმა“ რეგისტრირებისას დააფიქსირა.

 

13.2 წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემული სათაურები შექმნილია მხოლოდ ტექსტის აღქმის გასამარტივებლად და არ უნდა იქონიოს ზეგავლენა წინამდებარე ხელშეკრულების ინტერპრეტაციაზე.

 

13.3 არც ერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი ვალდებულებების შესრულებაში შეფერხებებზე, თუ მსგავსი შეფერხება მათი გონივრული კონტროლის ფარგლებს სცილდება.

 

13.4 თითოეული მხარე ადასტურებს, რომ „ბიას სერვისებთან“ დაკავშირებით მათ შორისურთიერთობარეგულირდებამხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ეს არ გულისხმობს ზეპირსიტყვიერ დაპირებებს, წარმომადგენლობებს, შეთანხმებებს, განცხადებებს, სხვ.

 

14. კონფიდენციალურობა

 

14.1 „მომხმარებელი“ ვალდებულია დაიცვას “ბიას სერვისებისა” (კერძოდ, „ბიზნეს კატალოგისა“) და „ბიას მონაცემების“ შედგენისა და ორგანიზებისთვის შემუშვებული მეთოდის კონფიდენციალურობა. „მომხმარებელი“ არ გაუმჟღავნებს მესამე პირსამგვარ ინფორმაციას, თუ არ იქნება ამის მოთხოვნა სასამართლოს მიერ, ან თუ ინფორმაცია არაა საზოგადოებრივი ხასიათის.

 

14.2 ეს სექცია რჩება სრულ ძალაში წინამდებარე ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგაც.

 

15. მარეგულირებელი კანონები და დავები

 

15.1 წინამდებარე შეთანხმების რეგულირება და ინტერპრეტაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და მხარეები ექვემდებარება საქართველოს სასამართლოს იურისდიქციას. თუმცა, ეს ხელს არ უშლის „ბიას“ სარჩელი შეიტანოს მსოფლიოს ნებისმიერ სხვა იურისდიქციაში კონტრაქტის, საავტორო უფლების ან წინამდებარე შეთანხმების, „ბიას მომსახურებისა“ და „ბიას მონაცემებთან“ დაკავშირებული რაიმე პუნქტის დარღვევაზე.

 

რაც შეხება „გამოყენების წესებისა და პირობების“ თარგმანს, იმ შემთხვევაში თუ დადგება ამ წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტის მნიშვნელობის ან ინტერპრეტაციის საკითხი, ქართული ვარიანტს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.